"ქართველებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის" - ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"ქართველებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის" - ხვიჩა კვარაცხელია

"ქართველებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის" - ხვიჩა კვარაცხელია
5-06-2023, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ნაპოლიმ სერია A-ს უკანასკნელ ტურში სამპდორიას უმასპინძლა და მეტოქე სოლიდური სხვაობით, 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელებმა სკუდეტოს თასი აღმართეს და დიდი ზეიმიც მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროს ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:

"რა თქმა უნდა, ქართველი მხარდამჭერებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ისინი მთელი სეზონის განმავლობაში მამხნევებდნენ და გვერდში მედგნენ."

"მიუხედავად ამისა, ისინი მარადონაზე იმ მიზეზითაც დადიან, რომ ნაპოლის მიმართ დიდი სიმპათიები გაუჩნდათ, საქართველოში ეს კლუბი უკვე ძალიან უყვართ."
- თქვა კვარამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი