ბოლო დრაკონი ბეტისია - გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას გადამწყვეტი მატჩი სევილიაში ელის » სპორტის ხაზი

ბოლო დრაკონი ბეტისია - გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას გადამწყვეტი მატჩი სევილიაში ელის

ბოლო დრაკონი ბეტისია - გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას გადამწყვეტი მატჩი სევილიაში ელის
4-06-2023, 13:47
Aa Aa
გაზიარება:

დრაკონის ბოლო თავი სახელად ბეტისი, - ეს არის ვალენსიას უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი დავალება, რომელიც რუბენ ბარახას გუნდმა აუცილებლად წარმატებით უნდა დაასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონთან დამშვიდობება მოუწევთ.

საბედნიეროდ, ანდალუსიელებისთვის ყოველგვარი სატურნირო ინტრიგა გამქრალია და არის შანსი, რომ მანუელ პელეგრინიმ მინდორზე ახალგაზრდა და სათადარიგო მოთამაშეები გამოიყვანოს, რაც გიორგი მამარდაშვილის გუნდს შანსებს გაუზრდის.

ამ მომენტისთვის ბეტისი ლა ლიგის ცხრილის მე-6 ადგილს 59 ქულით იკავებს და მის პოზიციას ვერავინ დაემუქრება. რაც შეეხება ვალენსიას, ისინი მე-15 ადგილზე 41 ქულით არიან და ერთბაშად რამდენიმე კონკურენტი ჰყავთ, ესენი ვალიადოლიდი, სელტა, ალმერია, ხეტაფე და კადისი არიან.

თუ ყურადღებას ქართველ მეკარეზე გავამახვილებთ, ცალკეა გამოსაყოფი ის ფაქტი, რომ მამარდას თამაშის საყურებლად ესპანეთში ჩელსის სკაუტები ჩადიან, რაც მამარდაზე წნეხს ერთიორად ზრდის.

იხილეთ საყურებელი ლინკი


ბოლო დრაკონი ბეტისია - გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას გადამწყვეტი მატჩი სევილიაში ელის


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი