მოგეხსენებათ, რომ გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლიგა 2-ის უკანასკნელ შეხვედრაში ბასტია 3:2 დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში ლე ავრთან ერთად კვალიფიცირდა.
ამ ყველაფრის შესახებ ფრანგულმა მედიამ რამდენიმე შეკითხვა გიორგი მიქაუტაძეს დაუსვა, რომელმაც ჟურნალისტებთან შემდეგი რამ თქვა:
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. შეხედეთ სტადიონს, ატმოსფეროს, ბედნიერებას ხალხის სახეზე და მიხვდებით, რომ ლიგა 1-ში თამაშს ვიმსახურებდით."
"მეცში ამისთვის მოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი მისია შესრულებულია. ზოგადად, ბოლო პერიოდში კარგი დრო მიდგას, რადგან იქით სერენსაც დავეხმარე და ახლა მეცთან ერთადაც წარმატებას მივაღწიე."
"ჩემი მომავალი? - ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან მხოლოდ ჩვენი ლიგა 1-ისკენ მიმავალი საგზური მიტრიალებს თავში, ამის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ." - თქვა მიქაუტაძემ