ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბოლო შეხვედრას 20:30-ზე სამპდორიას წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.
ეს მატჩი უკანასკნელი იქნება სპალეტისთვის ნაპოლის მწვრთნელის რანგშიც, რადგან ის კლუბს მატჩის დასრულების შემდეგ დატოვებს.
იტალიური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ლუჩანო ძირითად XI-ს დააყენებს და დიდი ანგარიშით მოგებაზე იქნება ორიენტირებული, რათა ბოლო მატჩი დასამახსოვრებელი გამოდგეს.
ნაპოლი - მერეტი | დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა | ლობოტკა, ანგისა, ჟიელინსკი | კვარაცხელია, ოსიმენი, ელმასი.