კრიშტიანო რონალდოს ალ ნასრიში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს - Calcio Mercato » სპორტის ხაზი

კრიშტიანო რონალდოს ალ ნასრიში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს - Calcio Mercato

კრიშტიანო რონალდოს ალ ნასრიში ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს - Calcio Mercato
3-06-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გამოცემა Calcio Mercato-ს მტკიცებით, კრიშტიანო რონალდოს ალ ნასრიში იუვენტუსის ფეხბურთელის, ხუან კუადრადოს ხილვა სურს.

წყაროს ცნობით, ამის შესახებ ალ ნასრის მფლობელებმა იციან და კოლუმბიელი ფეხბურთელი უკვე მათ რადარზეა.

ცნობისთვის, 34 წლის კუადრადოს საუდის არაბეთის კლუბში გადასვლა უფასოდ შეუძლია, რადგან იუვენტუსთან მოქმედი კონტრაქტი მას ამ ზაფხულს ეწურება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 2018-21 წლებში კრიშტიანო რონალდო იუვენტუსის მაისურით ასპარეზობდა და ხუან კუარდრადოს თანაგუნდელიც იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი