"ვფიქრობ, ბაიერნს კარგად მოერგება", - მათეუსმა რეკორდმაისტერს შემტევი ურჩია » სპორტის ხაზი

"ვფიქრობ, ბაიერნს კარგად მოერგება", - მათეუსმა რეკორდმაისტერს შემტევი ურჩია

"ვფიქრობ, ბაიერნს კარგად მოერგება", - მათეუსმა რეკორდმაისტერს შემტევი ურჩია
3-06-2023, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამ ზაფხულს გამოკვეთილი ფორვარდები იქნება და ყველაზე ხშირად, რეკორდმაიტერის სახელს იუვენტუსის ახალგაზრდა შემტევს, დუშან ვლაჰოვიჩს უკავშირებენ.

ვლაჰოვიჩის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი ლეგენდარულმა გერმანელმა მოთამაშემ, ლოთარ მათეუსმაც გააკეთა:

"ვფიქრობ, ვლაჰოვიჩი კარგად მოერგება ბაიერნს - ის არის თავდამსხმელი, რომელსაც კარგი მიზანი აქვს. ცოტათი ახალგაზრდა რომელუ ლუკაკუსაც მახსენებს: ფიზიკურად ძლიერი, მაღალი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რა უნდა გააკეთოს საჯარიმოს შიგნით", - განაცხადა მათეუსმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი