ფიორენტინას ამჟამინდელი დამრიგებელი ვინჩენცო იტალიანო არის მწვრთნელი, რომელსაც ლუჩანო სპალეტის ნაპოლიში შემცვლელად იტალიურ მედიაში ყველაზე ხშირად ასახელებენ.
ანალოგიურს აკეთებს Spazionapoli, რომელიც Il Mattino-ს დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონტრაქტის იმ დეტალებს გვიმხელს, რომელსაც იტალიანო პარტენოპეიში მუშაობის შემთხვევაში მოითხოვს:
"ვინჩენცოსა და ნაპოლის შესახებ ცნობილი ყველაფერი 7 ივნისს გახდება, ანუ მას შემდეგ, რაც იტალიანოს ფიორენტინა კონფერენს ლიგის ფინალს ითამაშებს. ვესთ ჰემთან მატჩის შემდეგ იტალიანოს ღიად საუბრის საშუალება ექნება და ყველაფერს ნათელი მოეფინება."
"შანსი ნამდვილად არსებობს, რომ მან სეზონის ბოლოს ფიორენტინა დატოვოს მიუხედავად იმისა, რომ ფლორენციულ გუნდთან იტალიანოს კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს."
"იმ შემთხვევაში თუ ვინჩენცო აურელიო დე ლაურენტისის კლუბში სამუშაოდ გადავა, ის ორწლიან კონტრაქტსა და ხელფასის გაორმაგებას მოითხოვს. ამდენად, ვინჩენცოს ანაზღაურება ნაპოლიში 3.4 მილიონ ევრომდე იქნება." - წერს გამოცემა