შენგელიას ეფექტი - თორნიკეს ვირტუს ბოლონია ფინალში ითამაშებს! » სპორტის ხაზი

შენგელიას ეფექტი - თორნიკეს ვირტუს ბოლონია ფინალში ითამაშებს!

შენგელიას ეფექტი - თორნიკეს ვირტუს ბოლონია ფინალში ითამაშებს!
3-06-2023, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

2 მაისს იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ტორონტოს სერიაში მესამე შეხვედრაც მოუგო და ფინალში კვალიფიცირდა, სადაც ის ოლიმპია მილანოს შეხვდება.

ვირტუსმა ტორონტოს პირველ შეხვედრაში 23 ქულით მოუგო, მეორეში 30-ით, მესამეში კი შვიდით, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა ქართველი კალათბურთელის გუნდი ფინალში გასულიყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტორონტოსთან გამართულ ბოლო შეხვედრაში პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 11 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

რაც შეეხება ვირტუსის მეტოქეს, მან 1/2 ფინალში სასარი ანალოგიური ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და ფინალში მეტოქესავით დამაჯერებლად გავიდა, ფინალში, რომლის პირველი შეხვედრაც 1 კვირაში, 10 ივნისს გაიმართება.

სხვათაშორის, ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებული სწორედ ოლიმპია მილანო გახდა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ვირტუს ბოლონიას ჩამოართვა. შესაბამისად, ფინალში ბოლო ორი ტრიუმფატორის დაპირისპირებას ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი