აბა რააა - ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა! » სპორტის ხაზი

აბა რააა - ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!

აბა რააა - ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!
2-06-2023, 20:34
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!

საქართველოს ნაკრების ტალანტმა სერია A-ში 12 გოლი გაიტანა, რასაც 10 საგოლე გადაცემაც დაურთო. გარდა ამისა, კვარას უამრავი ულამაზესი მომენტიც ჰქონდა, რამაც სეზონის MVP-ის ტიტული განაპირობა.

საგულისხმოა, რომ კვარა სერია A-ს მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მოთამაშე ევროპის ტოპ 5 ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი