ბაიერნმა თანხა დაასახელა, იუვენტუსი ბევრად მეტს ითხოვს - რა ხდება ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე? » სპორტის ხაზი

ბაიერნმა თანხა დაასახელა, იუვენტუსი ბევრად მეტს ითხოვს - რა ხდება ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე?

ბაიერნმა თანხა დაასახელა, იუვენტუსი ბევრად მეტს ითხოვს - რა ხდება ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე?
10-06-2023, 20:55
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამ ზაფხულს გამოკვეთილი ფორვარდები იქნება და ყველაზე ხშირად, რეკორდმაიტერის სახელს იუვენტუსის ახალგაზრდა შემტევს, დუშან ვლაჰოვიჩს უკავშირებენ.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სერბი ფორვარდის დამატება ბაიერნის მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პირადად მოსთხოვა ხელმძღვანელობას.

გერმანული გრანდი მზადაა ტრანსფერის სანაცვლოდ 50-60 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავის მხრივ კი იუვენტუსი სულ ცოტა 90 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

ცნობისთვის, ვლაჰოვიჩმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში იუვეს მაისურით 27 მატჩი გამარათა, სადაც თავის გამოჩენა 10გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი