ამას არავინ ელოდა - სპალეტის მთავარი მწვრთნელის პოსტის გადაბარება ფაბიო კანავაროსთვის სურს? » სპორტის ხაზი

ამას არავინ ელოდა - სპალეტის მთავარი მწვრთნელის პოსტის გადაბარება ფაბიო კანავაროსთვის სურს?

ამას არავინ ელოდა - სპალეტის მთავარი მწვრთნელის პოსტის გადაბარება ფაბიო კანავაროსთვის სურს?
1-06-2023, 15:28
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტი ნაპოლისთან ერთად ერთ შეხვედრას ჩაატარებს და შემდეგ გუნდს დაემშვიდობება, ეს უკვე ოფიციალურად გადაწყვეტილია.

ამის პარალელურად, აურელიო დე ლაურენტისი ახალი დამრიგებლის ძიებაშია და მის სიაში არაერთი ცნობილი სპეციალისტის გვარი ფიგურირებს, თუმცა ამავე სიტუაციის შესახებ განსხვავებული სტატია მოამზადა იტალიურმა Il Mattino-მ, რომელმაც ლუჩანოს მოულოდნელი მემკვიდრე დაასახელა:

"ცხადია, ლუჩანო სპალეტის არ შეუძლია, რომ რომელიმე ახალი კანდიდატისკენ ხელი გაიშვიროს და დე ლაურენტისს სწორედ მის დანიშვნაზე მიუთითოს. მიუხედავად ამისა, თუ ვინმე მსგავსი მაინც იარსებებს, ეს ფაბიო კანავარო იქნება, რომლის შესაძლებლობებშიც სერია A-ს მომგები სპალეტი ღრმადაა დარწმუნებული და თავის მემკვიდრედაც კი განიხილავს."

"64 წლის ტოსკანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ნაპოლიში თავისი თავი უკვე ამოწურა, კანავაროს კი ახალი იდეების მოტანა შეუძლია."
- დაწერა გამოცემამ

ცნობისთვის, ფაბიო კანავარო ბოლოს ჩინეთის ეროვნულ ნაკრებსა და ბენევენტოში მუშაობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი