"ნაპოლი იყიდის და ფროზინონეში გაანათხოვრებს" - იტალიური მედია გიორგი კვერნაძეზე » სპორტის ხაზი

"ნაპოლი იყიდის და ფროზინონეში გაანათხოვრებს" - იტალიური მედია გიორგი კვერნაძეზე

"ნაპოლი იყიდის და ფროზინონეში გაანათხოვრებს" - იტალიური მედია გიორგი კვერნაძეზე
1-06-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გარკვეული პერიოდის წინ საქართველოს მორიგი ტალანტი, კერძოდ გიორგი კვერნაძე იტალიის ჩემპიონატის გუნდებს დაუკავშირეს და თქვეს, რომ სერია A ახალი ხვიჩა კვარაცხელიას მოლოდინში იყო.

სწორედ ამ გზას აგრძელებს ადგილობრივი გამოცემა Alessioporcu, რომელიც წერს, რომ 19 წლის ქართველი ფეხბურთელით იტალიის უმაღლეს დივიზიონში ახლახანს დაწინაურებული ფროზინონეა დაინტერესებული:

"გიორგი კვერნაძეს იტალიიდან აკვირდებიან, განსაკუთრებით კი ამას ნაპოლი და ფროზინონე აკეთებენ. შესაძლოა, რომ პარტენოპეიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე დაიმატოს, შემდეგ კი იჯარით ფროზინონეში გაანათხოვროს, რომელმაც სერია B მოიგო და მომდევნო სეზონში სერია A-ში იასპარეზებს." - წერს გამოცემა

ცნობისთვის, ფროზინონეს ამჟამინდელი მწვრთნელი ფაბიო გროსო გახლავთ, რომელთანაც მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე ამ მომენტამდე მიმდინარეობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი