Whoscored-ის ვერსიით | ხვიჩასა და ოსიმენს საუკეთესოობისთვის აბსოლუტურად თანაბარი კოეფიციენტები აქვთ » სპორტის ხაზი

Whoscored-ის ვერსიით | ხვიჩასა და ოსიმენს საუკეთესოობისთვის აბსოლუტურად თანაბარი კოეფიციენტები აქვთ

Whoscored-ის ვერსიით | ხვიჩასა და ოსიმენს საუკეთესოობისთვის აბსოლუტურად თანაბარი კოეფიციენტები აქვთ
31-05-2023, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი ტურია დარჩენილი, დასასრულამდე კი არაერთი ინტრიგა არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ინტრიგა საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებას შეეხება, რომლის კანდიდატებიც (იტალიური მედიის აზრით) ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაო და ვიქტორ ოსიმენი არიან, თუმცა რადგანაც ნაპოლი ჩემპიონი გახდა, საუკეთესოს ჯილდოც სწორედ ამავე კლუბის შემტევთა შორის რომელიმეს უნდა გადაეცეს.

თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო გვერდმა, კერძდო Whoscored-მა, რომელმაც საუკეთესოობისთვის კვარასა და ვიქტორს სრულიად თანაბარი, 7.44-7.44 კოეფიციენტი მიანიჭა!

დაზუსტებით რთულია ვთქვათ, თუმცა სავარაუდოა, რომ მსგავსი გამოცემებისა და ცნობილი საფეხბურთო ვებგვერდების მოსაზრება იტალიის ჩემპიონატის მესვეურთა აზრზე გავლენას მცირე დოზით მაინც ახდენდეს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი