ალბათ, ბევრი თქვენგანი ვარაუდობდა, რომ ედენ აზარს მადრიდის რეალი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მეტი სათამაშო დროის მისაღებად უნდა დაეტოვებინა, თუმცა Diario AS-მა საერთოდ სხვა ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ესპანური გამოცემა წერს, ბელგიელი ფეხბურთელი მზადაა, რომ მადრიდულ გრანდში კიდევ ერთი წლით დარჩეს მიუხედავად იმისა, რომ რეალის მწვრთნელად კვლავ კარლო ანჩელოტი რჩება, რომელიც ედენს საერთოდ არ ენდობა.
საგულისხმოა ისიც, რომ იტალიელმა სპეციალისტმა აზარს ფავორიტი მოთამაშეების სია უკვე გააცნო, რომელშიც ედენი არ ფიგურირებს, მეტიც, ანჩელოტიმ აზარს ისიც უთხრა, რომ 2023/2024 წლების სეზონში სათამაშო დრო კიდევ უფრო შეუმცირდება.
ამდენად, დიდია შანსი იმისა, რომ ბელგიელმა ვარსკვლავმა მომდევნო სეზონიც სათადარიგოთა სკამზე გაატაროს, რაც მისგან საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა.