"ბაიერნმა კანსელოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო", - ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს » სპორტის ხაზი

"ბაიერნმა კანსელოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო", - ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს

"ბაიერნმა კანსელოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო", - ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს
29-05-2023, 19:17
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტიდან 6-თვიანი იჯარის წესით პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო დაიმატა, მანჩესტერ სიტი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, ეს კი ბაიერნისთვის სერიოზული თანხაა.

როგორც კლუბის ინსაიდერი და Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, მიუნხენის ბაიერნმა ჟოაო კასნელოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდება, რადგან ბაიერნი 70 მილიონის გადასახდელად მზად არ არის, თავის მხრივ, სიტი მზად არის სხვა კლუბებისგან ნებისმიერი სახის შემოთავაზება მოისმინოს.

გადაწყვეტილების შესახებ ბაიერნის ხელმძღვანელობამ კანსელოს უკვე ამცნო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი