უარის თქმის საშუალებას უსპობენ - მანჩესტერ იუნაიტედის ზღაპრული შეთავაზება ნაპოლის ოსიმენის თაობაზე » სპორტის ხაზი

უარის თქმის საშუალებას უსპობენ - მანჩესტერ იუნაიტედის ზღაპრული შეთავაზება ნაპოლის ოსიმენის თაობაზე

უარის თქმის საშუალებას უსპობენ - მანჩესტერ იუნაიტედის ზღაპრული შეთავაზება ნაპოლის ოსიმენის თაობაზე
29-05-2023, 16:08
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენზე სატრანსფერო სიახლეების შესახებ საუბარი არ წყდება. როგორც Spazionapoli წერს, მანჩესტერ იუნაიტედი ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ პარტენოპეის განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს.

ამავე წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ინგლისელები მზად არიან, რომ ოსიმენში არა 100, არამედ 150 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან მათ სატრანსფერო ბაზარზე გასააქტიურებლად 500 მილიონის დახარჯვა აქვთ გადაწყვეტილი.

თავის მხრივ, იწერება ისიც, რომ დე ლაურენტისს ოსიმენის გაშვება ლუის ენრიკეს მოყვანის გამო არ სურს. საქმე ისაა, რომ ენრიკეს ოსიმენისა და კვარაცხელიას შენარჩუნება უნდა, დე ლაურენტისისგან კი ამის პირობა უკვე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს ამ სეზონში ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 30 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.