არის შანსი, რომ კალიდუ კულიბალი ჩელსიდან ნაპოლიში დაბრუნდეს » სპორტის ხაზი

არის შანსი, რომ კალიდუ კულიბალი ჩელსიდან ნაპოლიში დაბრუნდეს

არის შანსი, რომ კალიდუ კულიბალი ჩელსიდან ნაპოლიში დაბრუნდეს
29-05-2023, 14:47
Aa Aa
გაზიარება:

კალიდუ კულიბალი, რომელიც 2014-2022 წლებში ნაპოლის დაცვის ხაზის ბურჯად ითვლებოდა, შესაძლოა, რომ კვლავ პარტენოპეიში აღმოჩნდეს.

როგორც იცით, სენეგალელი სეზონის სტარტზე ლონდონის ჩელსიში გადავიდა და სტაბილურ სათამაშო წუთებსაც იღებს. მიუხედავად ამისა, Il Mattino წერს, რომ მისი უკან დაბრუნება გამორიცხულად არ უნდა ჩავთვალოთ:

"არის შანსი, რომ 2023/2024 წლების სეზონის დაწყებამდე ნაპოლიმ კალიდუ კულიბალი უკანვე დაიბრუნოს, მიზეზი კი კიმ მინ-ჯესადმი გაზრდილი ინტერესია, რომლის თავისთან წაყვანაც არაერთ მაღალბიუჯეტურ კლუბს, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედსა და პარი სენ-ჟერმენს სურთ." - წერს გამოცემა

ცნობისთვის, 31 წლის სენეგალელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში ჩელსის მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი