ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა! » სპორტის ხაზი

ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა!

ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა!
29-05-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ცნობილი UNFP-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა. ცხადია, გიორგის საუკეთესოობას ყველა მოელოდა, რადგან ის თავისი გუნდის უპირობო ლიდერია და ბომბარდირთა დავას 23 გოლითა და 8 საგოლე პასით ლიდერობს.

გიორგის კონკურენტები ჯოშ მაჯა ბორდოდან, ჟან-ფილიპ კრასო სენტ-ეტიენიდან, ვიქტორ ლეხალი ლე ავრიდან და სხვები იყვნენ, თუმცა ქართველმა ყველას დამარცხება შეძლო და საკმაოდ პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

სხვათაშორის, თავის დროზე ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ისეთ ფეხბურთელს აქვს მიღებული, როგორიც ოლივიე ჟირუ გახლავთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ UNFP-მა ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშეც დაასახელა და ის კილიან მბაპე გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი