ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ მილანმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო » სპორტის ხაზი

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ მილანმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ მილანმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო
28-05-2023, 14:42
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Milannews-ისგან ვიგებთ, დიდი შანსია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონის ბოლოს მილანი დატოვოს.

აღნიშნული წყარო წერს, რომ 41 წლის შვედ ლეგენდას ასაკი უკვე ძალიან ეტყობა, რის დასტურადაც ვებგვერდი იმაზე მიუთითებს, რომ იბრამ ამ სეზონში მილანის მაისურით მხოლოდ 144 წუთი ითამაშა.

მიუხედავად ამისა, იწერება იმის შესახებაც, რომ ზლატანი კარიერას არ დაასრულებს, მეტიც, შესაძლოა ის მონცას რიგებში აღმოჩნდეს და მილანთან თამაშიც კი მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მილანში 2019/2020 წლების სეზონიდან თამაშობს, მანამდე კი მას ამავე კლუბში 2010-2012 წლებში უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი