"დე ლაურენტისმა ენრიკეს ხვიჩასა და ვიქტორის შესახებ პირობა მისცა" - Spazionapoli » სპორტის ხაზი

"დე ლაურენტისმა ენრიკეს ხვიჩასა და ვიქტორის შესახებ პირობა მისცა" - Spazionapoli

"დე ლაურენტისმა ენრიკეს ხვიჩასა და ვიქტორის შესახებ პირობა მისცა" - Spazionapoli
29-05-2023, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა იტალიური გამოცემა, ავტორიტეტული თუ ნაკლებად ცნობილი იმაზე თანხმდება, რომ 2023/2024 წლების სეზონიდან ნაპოლიში ლუჩანო სპალეტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკემ უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც იწერება, ასტურიელი სპეციალისტი ხელფასის სახით არც ისე ცოტას ითხოვს, თუმცა დე ლაურენტისი უკან დახევას არ აპირებს იმის გათვალისწინებით, რომ მას როგორც გეგმა B, ისე C აქვს.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა ლუის ენრიკესთვის უკვე პირობის მიცემაც კი მოასწრო, რის შესახებაც Spazionapoli-მ დაწერა:

"ნაპოლის პრეზიდენტი ყველა თავისი კარტის გახსნას და ბოლომდე თამაშს აპირებს. მან ჯერ კიდევ შესათანხმებელ ლუის ენრიკეს პირობა მისცა, რომ ვიქტორ ოსიმენს და ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად არ დააყენებს." - წერს ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს გარდა აქტიურად განიხილება ანტონიო კონტეს, ჯან პიერო გასპერინის, რაფა ბენიტესისა და სხვა სპეციალისტთა კანდიდატებიც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი