Daily Mail-მა "ჩემპიონთა ლიგის" ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა - გამოცემამ კვარაცხელიაც გამოარჩია » სპორტის ხაზი

Daily Mail-მა "ჩემპიონთა ლიგის" ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა - გამოცემამ კვარაცხელიაც გამოარჩია

Daily Mail-მა "ჩემპიონთა ლიგის" ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა - გამოცემამ კვარაცხელიაც გამოარჩია
7-10-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

Daily Mail-მა "ჩემპიონთა ლიგის" ბოლო ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც კუთვნილ ადგილს ხვიჩა კვარაცხელიაც იკავებს.

გამოცემა ქართველზე წერს: "ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური გუნდს ჯაკომო რასპადორის თანაგუნდელით, ხვიჩა კვარაცხელიათი დავასრულებთ, რომელიც ამ სეზონში გასაოცრად გამოიყურება და ქართველმა ელიტური გუნდების ყურადღების მიპყრობა უკვე მოახერხა. კვარაცხელიამ თავის კაშკაშა უნარები აიაქსთან კიდევ ერთხელ აჩვენა, სადაც მან კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, ზუსტად კარში 3-ჯერ, 1 საკვანძო პასი გააკეთა და ორი საჰაერო დუელიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფორვარდი ნაპოლის ჩემპიონთალიგური გოლების 25%-ში არის მონაწილე. ხვიჩა კვარაცხელიას აქვს უნარი, რომ ბურთთან ერთად მცველების მოსატყუებლად უშიშრად წავიდეს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ სახიფათო ფეხბურთელად სწრაფი ტემპებით აყალიბებს", - Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს "ჩემპიონთა ლიგის" 3 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი