მოურინიო: "ჩემი ყოფილი კლუბებიდან ერთადერთია, რომლის მიმართან ვერაფერს ვგრძნობ" » სპორტის ხაზი

მოურინიო: "ჩემი ყოფილი კლუბებიდან ერთადერთია, რომლის მიმართან ვერაფერს ვგრძნობ"

მოურინიო: "ჩემი ყოფილი კლუბებიდან ერთადერთია, რომლის მიმართან ვერაფერს ვგრძნობ"
25-05-2023, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური რომას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე ყოფილ კლუბებზე ისაუბრა და ყოველი მათგანი დადებით კონტექსტში მოიხსენია, გარდა ტოტენჰემისა - ჟოსეს თქმით, ტოტენჰემია მისი ყოფილი კლუბებიდან ერთადერთი, რომელთანაც ვერანაირ კავშირს გრძნობს.

"იმედია ტოტენჰემის ფანები ცუდად არ გამიგებენ, რომ ჩემი ყოფილი კლუბებიდან სწორედ ტოტენჰემი ის ერთადერთი, რომელთანაც ღრმა კავშირს ვერ ვგრძნობ, ეს ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში სტადიონი მუდამ ცარიელი იყო (კოვიდის პერიოდი დაემთხვა), ასევე დენიელ ლევიმ (პრეზიდენტმა) საშუალება არ მომცა ფინალი მეთამაშა და კლუბთან ერთად ტიტული მომეგო", - განაცხადა მოურინიომ.

ცნობისთვის, ჟოსე ინგლისურ კლუბს 2019-21 წლებში წვრთნიდა, ამ პერიოდში ტოტენჰემმა 86 მატჩი გამართა, 45 მოიგო, 17 ფრე ითამაშა და 24-ჯერ დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი