გვარდიოლა: "როგორ ავღნიშნე ჩემპიონობა? 11-ის ნახევარზე მეუღლესთან ერთად ბავშვივით მეძინა" » სპორტის ხაზი

გვარდიოლა: "როგორ ავღნიშნე ჩემპიონობა? 11-ის ნახევარზე მეუღლესთან ერთად ბავშვივით მეძინა"

გვარდიოლა: "როგორ ავღნიშნე ჩემპიონობა? 11-ის ნახევარზე მეუღლესთან ერთად ბავშვივით მეძინა"
25-05-2023, 19:42
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის მოგება არც ისე ომახიანად აღნიშნა - ამაზე ბრაიტონთან მატჩის (1:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავად გვარდიოლამაც ისაუბრა:

"როგორ ავღნიშნე ჩემპიონობა? 22:30 საათზე უკვე მეუღლესთან ერთად საწოლში ვიწექი. BBC Match of the Day-ს ვუყურე და პატარა ბავშვივით დავიძინე, მაგრამ ფეხბურთელება გააკეთეს ის, რაც უნდა გაკეთებინათ - როცა პრემიერ ლიგას იგებს, ცხადია უნდა აღნიშნო.

მოთამაშეებმა ოჯახებთან ერთად იზეიმეს და უამრავი სიამოვნება მიიღეს. მოერე დილით საუნაში წასვლის დრო იყო, შემდეგ კი დავსხედით, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ბრაიტონთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავით, რაც ფაქტია მოახერხეს
", - განაცხადა პეპმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი