ნაპოლი იშლება? - გერმანიაში ვიქტორ ოსიმენი შენიშნეს » სპორტის ხაზი

ნაპოლი იშლება? - გერმანიაში ვიქტორ ოსიმენი შენიშნეს

ნაპოლი იშლება? - გერმანიაში ვიქტორ ოსიმენი შენიშნეს
25-05-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ამ დღეებში გერმანიაში იმყოფებოდა, რის შესახებაც, ცხადია, რომ გერმანულმა საფეხბურთო მედიამ დაწერა და ვიქტორი მიუნხენის ბაიერნს დაუკავშირა.

როგორც იცით, ბოლო თვეებში მიუნხენური კლუბი ნიგერიელის გადაბირებას გამალებით ცდილობდა და 100 მილიონის გადახდასაც თანხმდებოდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა მასში 150 მილიონი ევრო მოითხოვა, რამაც ბაიერნი საქმიდან გაიყვანა.

მიუხედავად ისტორიის ასეთი დასასრულისა, გერმანულა Bild-მა დაწერა, რომ ოსიმენი ბერლინში თავის მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, რაც თავისუფლად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ვიქტორი გერმანიაში საცხოვრებელი სახლის საძებნელად ჩაფრინდა.

მოკლედ, ოსიმენის გერმანიაში ჩაფრენა აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ ნაპოლისთვის 2023/2024 წლების სეზონი როგორც შეცვლილი მწვრთნელით, ისე შეცვლილი ფეხბურთელებით დაიწყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი