"მოკეტე" - აი, როგორ პასუხობს ბრიტანელი რეპერი ხვიჩას მამარდაზე დაწერილ პოსტს » სპორტის ხაზი

"მოკეტე" - აი, როგორ პასუხობს ბრიტანელი რეპერი ხვიჩას მამარდაზე დაწერილ პოსტს

"მოკეტე" - აი, როგორ პასუხობს ბრიტანელი რეპერი ხვიჩას მამარდაზე დაწერილ პოსტს
26-05-2023, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ვალენსიასა და რეალის შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი მასთან ვალენსიელებს ფიზიკური დაპირისპირებაც ჰქონდათ, რომელშიც ჩართული გიორგი მამარდაშვილიც იყო.

სწორედ ამიტომ, ზოგიერთმა გულშემატკივარმა იფიქრა, რომ ქართველი ფეხბურთელი რასისტია და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამის გამოვლინება იყო. ასეთ დროს კი ინსტაგრამზე ხვიჩა კვარაცხელიას პოსტი გამოქვეყნდა, რომელმაც თანამემამულე დაიცვა:

"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში. ჩემზე კარგად ცოტამ თუ იცის, რას იზამს ის მეგობრისა და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. "ვინი", შენ გვერდით ვართ ყველა და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს" - დაწერა კვარამ

საგულისხმოა, რომ ხვიჩას ამ პოსტს ბრიტანელი რეპერი სანტან დეივი გამოეხმაურა და კვარას კომენტარებში "მოკეტე" დაუწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი