რაპიდი გამოირიცხა - როგორი ვარიანტები რჩება გიორგი ჩაკვეტაძეს? » სპორტის ხაზი

რაპიდი გამოირიცხა - როგორი ვარიანტები რჩება გიორგი ჩაკვეტაძეს?

რაპიდი გამოირიცხა - როგორი ვარიანტები რჩება გიორგი ჩაკვეტაძეს?
24-05-2023, 13:08
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიაში იმყოფებოდა იმ ინფორმაციის პარალელურად, რომ თითქოს ჩაკვე ვენის რაპიდთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩაკვეტაძე რაპიდში კარიერის გასაგრძელებლად არ გადავა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ქართველისთვის მხოლოდ 3 ვარიანტი რჩება, ესენია: სლოვანში დარჩენა, გენტში დაბრუნება ან აბერდინში გადასვლა.

გიორგი ჩაკვეტაძეს სლოვაკურ გუნდში დარჩენა და მათთან თამაში სურს, თუმცა სლოვან ბრატისლავასთან ჩაკვეს იჯარა სეზონის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც ის გენტში უნდა დაბრუნდეს. თავის მხრივ, არაფერი ისმის ბელგიური კლუბის სურვილის შესახებ, რომელიც ჩაკვეტაძეზე უკვე აღარც ფიქრობს.

ერთ-ერთი ნათელი გამოსავალია შოტლანდიის უმაღლესი ლიგა და აბერდინი, რომლის ჩაკვეტაძისადმი ინტერესის შესახებაც ქართულ მედიაში რამდენიმე დღის წინ დაიწერა.

ამდენად, ჩაკვეტაძე ავსტრიაში დანამდვილებით არ წავა, ხოლო თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი, ამას სულ მალე ყველა ერთად გავიგებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი