ხულიან ალვარესი ჩემპიონატს იცვლის? - არგენტინელი შემტევით უცხოური გრანდი დაინტერესდა » სპორტის ხაზი

ხულიან ალვარესი ჩემპიონატს იცვლის? - არგენტინელი შემტევით უცხოური გრანდი დაინტერესდა

ხულიან ალვარესი ჩემპიონატს იცვლის? - არგენტინელი შემტევით უცხოური გრანდი დაინტერესდა
23-05-2023, 23:05
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნი გამოკვეთილი ფორვარდის ძიებაშია და ამ პროცესში, გერმანული გრანდის სახელი არაერთ მოთამაშეს დაუკავშირეს - როგროც კლუბის ინსაიდერი და Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, ბაიერნი მანჩესტერ სიტის შემტევის, ხულიან ალვარესის ტრანსფერით დაინტერესდა.

"დიახ, ის დადასტურებულად ბაიერნის სიაშია. კოლო მუანთან ერთად, მიუნხენური გრანდი ხულიან ალვარესის ტრანსფერსაც განიხილავს.

ბაიერნი 23 წლის შემტევით იმიტომ დაინტერესდა, რომ ის მანჩესტერ სიტის ძირითადის მოთამაშე არ არის და ერლინგ ჰოლანდთან კონკურენცია უწევს, სწორედ ამიტომ ალვარესის მომავალი ინგლისურ კლუბში გაურკვეველია, ისე კი სიტისთან მას კონტრაქტი 2028-წლამდე აკავშირებს
", - წერს პლეტენბერგი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი