3-4-3 ტაქტიკა ჯან პიერო გასპერინისთან ერთად - ნაპოლიმ ახალი მწვრთნელი შეარჩია? » სპორტის ხაზი

3-4-3 ტაქტიკა ჯან პიერო გასპერინისთან ერთად - ნაპოლიმ ახალი მწვრთნელი შეარჩია?

3-4-3 ტაქტიკა ჯან პიერო გასპერინისთან ერთად - ნაპოლიმ ახალი მწვრთნელი შეარჩია?
22-05-2023, 15:14
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში კიდევ უფრო რეალურად გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სეზონის ბოლოს ლუჩანო სპალეტი ნაპოლიდან წასვლას აპირებს, აურელიო დე ლაურენტისი კი მის ჩამნაცვლებლებს აქტიურად ეძებს.

რამდენიმე წუთის წინ, Spazionapoli-მ სტატია ჯან პიერო გასპერინის, ატალანტას თავკაცის შესახებ გამოაქვეყნა, რომელიც შესაძლოა, რომ ნაპოლის მწვრთნელი 2023/2024 წლების სეზონის სტარტზე გახდეს:

"როგორც ჩანს, ნაპოლის მწვრთნელის მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი სიახლეები გვიახლოვდება, რომლის მიხედვითაც აურელიო დე ლაურენტისმა თავისი მომდევნო სპეციალისტი უკვე შეარჩია."

"Rai Sport-ის ჟურნალისტი ჩირო ვენერატო წერს, რომ ნაპოლის პრეზიდენტმა არჩევანი ჯან პიერო გასპერინიზე შეაჩერა, რომელსაც დე ლაურენტისი წლიურად 4 მილიონ ევროს სთავაზობს, ნაპოლის ახალი სათამაშო სქემა კი 3-4-3 უნდა გახდეს."
- წერს იტალიური ვებგვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი