ქობულეთის შუქურას ფეხბურთელები ხელფასს 4 თვეა ვერ იღებენ! » სპორტის ხაზი

ქობულეთის შუქურას ფეხბურთელები ხელფასს 4 თვეა ვერ იღებენ!

ქობულეთის შუქურას ფეხბურთელები ხელფასს 4 თვეა ვერ იღებენ!
21-05-2023, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

ქართული კლუბების ფინანსური კრიზისი გრძელდება, ამჯერად საქმე ქობულეთის შუქურას ეხება, რომლის ფეხბურთელებს ხელფასი უკვე რამდენიმე თვეა არ აუღიათ, რის შესახებაც Geo Team-მა დაწერა:

" ქობულეთის შუქურაში ფინანსური პრობლემების დასასრულს ბოლო ჯერჯერობით კვლავ არ უჩანს. ბოლო თვეებია ფეხბურთელები კუთვნილი ხელფასების აღებას ვერ ახერხებენ."

"შუქურას ფეხბურთელთა ნაწილი დაგვიკავშირდა და გვითხრეს, რომ ხელმძღვანელობას მათი 4 თვის ხელფასი და წინა სეზონის საჩემპიონო პრემია კვლავ არ ჩაურიცხავს."

"გუნდი ფინანსური დავალიანების გამო მატჩისწინა შეკრების გავლას ვერ ახერხებს და თამაშებზე მატჩის დღეს დადიან. გუნდი დატოვა სპორტულმა დირექტორმა გიორგი დოლიძემაც, რომელიც ფეხბურთელებს აღნიშნულ პრობლემაზე პასუხს ვეღარ სცემდა."

"ფეხბურთელების თქმით, თუ სიტუაცია უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, ისინი ვარჯიშსა და თამაშებზე გასვლას ვეღარ მოახერხებენ. ახლა კი იმიტომ გადიან თამაშებზე, რომ პატივს სცემენ ქობულეთის გულშემატკივრებს და მიზეზს არ აძლევენ ხელმძღვანელობას სიტუცია კიდევ უფრო დაამძიმონ."
- წერს ქართული გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი