"მისი დამატება ჩელსიში მსურდა", - ლამპარდმა ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მისი დამატება ჩელსიში მსურდა", - ლამპარდმა ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა

"მისი დამატება ჩელსიში მსურდა", - ლამპარდმა ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა
17-07-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა მანჩესტერ სიტისნორვეგიელ ფორვარდზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დამატება წარსულში ჩელსიში სურდა.

"ერლინგ ჰოლანდს უდიდეს პატივს ვცემ. მისი ხილვა ჩელსიში მინდოდა - მაშინ, როცა ზალცბურგს ვეთამაშეთ, ჰოლანდმა კი სასტარტოდან დაიწყო.

ასეთი დონის ფეხბურთელების ყურება ძალიან მომწონს და ცხადია ის ქებას იმსახურებს. რაც შეეხება მის წინააღმდეგ თამაშს, გეგმა და იდეა უნდა გქონდეს თუ რას დაუპირისპირებ, მაგრამ მას აფეთქება ნებისმიერ მომენტში შეუძლია
", - განაცხადა ლამპარდმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი