საბჭოთა კავშირისა და მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა რამოდენიმე თვის წინ "match tv"-სთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა.
"არამხოლოდ მიკვრის, არამედ მიხარია, რომ ხვიჩა ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიის ათეულში მოხვდა. ეს მისი თამაშის საიმედოობაზე, მის წარმოშობაზე და რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ შესანიშნავ შეხვედრებზე მეტყველებს.
მჯერა თუ არა რომ ხვიცა ოქროს ბურთისთვის ბრძოლას შეძლებს? მე ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს. კვარაცხელია ამას აუცილებლად ეცდება", - განაცხადა კავაზაშვილმა.