როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, რამდენიმე იტალიური გამოცემა წერს, რომ სპალეტის ნაპოლის დატოვება კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან გაუარესებული ურთიერთობის გამო სურს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ სპალეტი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, მის შემცვლელად ნაპოლი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ყველაზე მეტად კი პრეზიდენტს კლუბში რაფაელ ბენიტესის მოყვანა სურს, რომელიც იტალიურ კლუბში უკვე 2013-15 წლებში მუშაობდა.
გარდა ამისა, წყარო რამდენიმე ვარიანტსაც ასახელებს, მათ შორის კი ყველაზე რეალური და მიმზიდველი ანტონიო კონტეს ვარიანტია, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა. ასევე ამ კანდიდატურაზე შემდეგი მწვრთნელები განიხილებიან: კრისტოფ გალტიე (პსჟ), ვინჩენცო იტალინო (ფიორენტინა) და ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა)
ცნობისთვის, სპალეტი ცოტა ხნის წინ ნაპოლის პრეზიდენტის გამართულ პრესკონფერენციას არ დაესწრო და პრესკოფნერენციაზეც დე ლაურენტისმა სპალეტის ხსენებისგან თავი შეიკავა.