ნეაპოლში გაბრაზდნენ | შესაძლოა, რომ კვარას გამოსახულება კოკა-კოლას ეტიკეტიდან ამოიღონ » სპორტის ხაზი

ნეაპოლში გაბრაზდნენ | შესაძლოა, რომ კვარას გამოსახულება კოკა-კოლას ეტიკეტიდან ამოიღონ

ნეაპოლში გაბრაზდნენ | შესაძლოა, რომ კვარას გამოსახულება კოკა-კოლას ეტიკეტიდან ამოიღონ
18-05-2023, 16:19
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო დღეებში კოკა-კოლას ბოთლების შეფუთვა ქართველი ფეხბურთელების, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით დაიწყეს, რამაც ნაპოლიში გაღიზიანება გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩას სარეკლამო უფლებებს თავიდან ბოლომდე ნეაპოლური გუნდი ფლობს, კვარას კოკა-კოლას ბოთლებზე გამოჩენა კი ნაპოლისთან შეთანხმებული არ ყოფილა.

თავის მხრივ, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" განაცხადა, რომ მათ თავიანთი პროდუქტის ასეთი შეფუთვით წარმოება 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასამხნევებლად დაიწყო.

ამდენად, ნაპოლის გაღიზიანების ფონზე ჩნდება შანსი, რომ კოკა-კოლამ წარმოებიდან ის პროდუქცია ამოიღოს, რომელთა ეტიკეტზეც ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი