"მოცდა მოგიწევს, მაგრამ მალე დავბრუნდები რკინის ხელებით", - დვალიშვილის მიმართვა სეხუდოს » სპორტის ხაზი

"მოცდა მოგიწევს, მაგრამ მალე დავბრუნდები რკინის ხელებით", - დვალიშვილის მიმართვა სეხუდოს

"მოცდა მოგიწევს, მაგრამ მალე დავბრუნდები რკინის ხელებით", - დვალიშვილის მიმართვა სეხუდოს
17-05-2023, 18:39
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაუცდება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სრულად გაიაროს.

ოპერაციამდე, იწერებოდა, რომ ორგანიზაცია მერაბ დვალიშვილის და ჰენრი სეხუდოს ბრძოლის ჩანიშვნაზე მუშაობდა, თუმცა, მერაბის ოპერაციამ სურათი რადიკალურად შეცვალა - ქართველმა მებრძოლმა ჰენრი სეხუდოს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა:

"ჰენრი სეხუდო, შენთან ბრძოლას დავთანხმდი და შენი გამოწვევა მივიღე, თუმცა ოფიციალური განცხადება ან კონტრაქტი ორგანიზაციის მხრიდან არ განხორციელებულა, ახლა კი მოცდა მოგიწევს, რადგან ოპერაცია მჭირდება მარჯვენა ხელზე, თუმცა მალე დავბრუნდები, თანაც რკინის ხელით" - განაცხადა დვალიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი