მკაცრი ვიქტორი - რას ითხოვს ოსიმენი ნაპოლისგან დარჩენის სანაცვლოდ? » სპორტის ხაზი

მკაცრი ვიქტორი - რას ითხოვს ოსიმენი ნაპოლისგან დარჩენის სანაცვლოდ?

მკაცრი ვიქტორი - რას ითხოვს ოსიმენი ნაპოლისგან დარჩენის სანაცვლოდ?
17-05-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენისა და ნაპოლის შესახებ ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, რის შესახებაც მედიაში დღეს მორიგი სიახლე გამოქვეყნდა.

საქმე ეხება თავად ნიგერიელი ფეხბურთელის აგენტის კომენტარს, რომელიც მან RAI-სთან საუბრისას გააკეთა:

"ჩემი კლიენტი ნაპოლიში იმ შემთხვევაში დარჩება თუ ის კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება." - თქვა ოსიმენის აგენტმა

როგორც დაიწერა, ამ მოთხოვნის შესრულებისთვის ნაპოლის მოუწევს, რომ 9 ნომერს წელიწადში 7 მილიონ ევრომდე გადაუხადოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი