საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ტაიმაუტში" იმყოფებოდა საქართველის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი ათაბეგაშვილი, რომელმაც ჩვენი ნაკრების წარმატებისა და მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ კომენტარი გააკეთა:
"მინდა, რომ უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა ძიუდოისტს, ექიმს, პერსონალს, საერთოდ ყველას, ვინც კი ასეთი ემოციები გვაჩუქა. გარდა ამისა, უღრმესი მადლობა გულშემატკივარსაც, რომელიც მხარს მუდმივად უჭერს ქართულ სპორტს."
"თითოეულმა ძიუდოსთან დაკავშირებულმა ადამიანმა ტიტანური შრომა გასწია, რათა საქართველოსთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატი წარმატებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. საბედნიეროდ, ეს შრომა დაფასდა და სარეკორდო მაჩვენებლებს მივაღწიეთ."
"სხვათაშორის, ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციისგან გვაქვს შემოთავაზება, რომ მომდევნო ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს. იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას გულმოდგინედ მოვეკიდებით როგორც ჩვენ, ისე სახელმწიფო და კერძო სექტორი." - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა