"იმ ეპოქას ფერად სხივებს სძენდა" - ცნობილი გამოცემა გიორგი ქინქლაძეზე » სპორტის ხაზი

"იმ ეპოქას ფერად სხივებს სძენდა" - ცნობილი გამოცემა გიორგი ქინქლაძეზე

"იმ ეპოქას ფერად სხივებს სძენდა" - ცნობილი გამოცემა გიორგი ქინქლაძეზე
17-05-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემის, კერძოდ GOAL-ის ვებგვერდზე საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც მანჩესტერ სიტის 10 საუკეთესო მაისური და მათთან არსებული მოგონებებია დახარისხებული.

აღსანიშნავია, რომ სიტის 1995-1997 წლებში არსებული მაისური მეხუთე პოზიციაზე გავიდა, ჩვენთვის კი ყურადსაღები გიორგი ქინქლაძეზე გაკეთებული კომენტარია, რომელიც მანჩესტერულ კლუბში სწორედ ამ წლებში თამაშობდა:

"ეს ფორმა მართლაც მშვენიერი იყო, ისევე როგორც მისი თეთრ-ცისფერი ზოლები საყელოსთან. გარდა ამისა, დიდი ასოებით იყო გამოყვანილი CITY. ამ ფორმით მანჩესტერელები არც თუ დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა ამ მაისურის ხილვა მართლაც სასიამოვნო იყო."

"მიუხედავად ცუდი პერიოდისა, მაინც შეიძლება, რომ ერთი დასამახსოვრებელი მოთამაშე მოვიყვანოთ, - ეს გიორგი ქინქლაძეა, გრაციოზული დრიბლინგების მქონე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც თავისი თამაშით გულშემატკივარს თავი მალევე შეაყვარა."

"გიორგი ქინქლაძე იყო ფეხბურთელი, რომელიც იმდროინდელ მუქ ფერებს სინათლეს ჰფენდა და თუ ვინმე დღემდე ინარჩუნებს 1995-1997 წლებში არსებულ მაისურს, ეს სწორედ ქინქლაძისა და მასთან დაკავშირებული მოგონებების გამო ხდება."
- წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი