რაპიდის ინტერესის ფონზე - გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიას ესტუმრა » სპორტის ხაზი

რაპიდის ინტერესის ფონზე - გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიას ესტუმრა

რაპიდის ინტერესის ფონზე - გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიას ესტუმრა
16-05-2023, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ვენის რაპიდი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ნახევარმცველი ამ დღეებში ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტულად რა იყო მისი იქ გამგზავრების მოტივი, ეს ჯერჯერობით უცნობია:

"გიორგი ჩაკვეტაძე ვენაში იმყოფებოდა, თანაც იმის ფონზე, რომ მის მიმართ რაპიდი ყურადღებას იჩენს. რთულია, რომ ზუსტი დასკვნა გავაკეთოთ, თუმცა არსებობს შანსი, რომ გიორგი ვენაში სწორედ ახალი კლუბის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩამოსულიყო." - წერს Laola1

ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს გენტთან დადებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რაც საკმაოდ უცნაური ინფორმაციაა, რადგან აქამდე ცნობილი იყო, რომ ქართველს ბელგიურ კლუბთან 2026 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი დადებული.

ამდენად, თუ Laola1-ის ინფორმაცია და ვარაუდი ზუსტი აღმოჩნდება, მაშინ გიორგი ჩაკვეტაძეს მომდევნო სეზონიდან დიდი ალბათობით ავსტრიის ჩემპიონატში, კერძოდ ვენის რაპიდის შემადგენლობაში ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი