"აქ დარჩენა და ბედნიერების გახანგრძლივება მსურს" - ჟიელინსკი არსად არ მიდის? » სპორტის ხაზი

"აქ დარჩენა და ბედნიერების გახანგრძლივება მსურს" - ჟიელინსკი არსად არ მიდის?

"აქ დარჩენა და ბედნიერების გახანგრძლივება მსურს" - ჟიელინსკი არსად არ მიდის?
15-05-2023, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ პიოტრ ჟიელინსკი სეზონის ბოლოს ნაპოლიდან უნდა წასულიყო.

მიუხედავად ამისა, პოლონელმა ნახევარმცველმა მედიასთან კომენტარი თავადვე გააკეთა და ყველა კითხვას პასუხი კონკრეტულად გასცა:

"საოცარი სეზონი გამოგვივიდა, ძალიან ბედნიერები ვართ როგორც ჩვენ, ისე მთელი ქალაქი. ეს იყო წარმოუდგენელი რამ, რაც რეალობად ვაქციეთ და უზომოდ გახარებულები ვართ."

"სანამ ჩვენი საჩემპიონო სეზონი დაიწყებოდა, მანამდე შემოთავაზებები მივიღე, განსაკუთრებით ინგლისიდან, თუმცა ვგრძნობდი, რომ ნაპოლიში კარგად თამაში შემეძლო და დარჩენა გადავწყვიტე."

"ჩემი სურვილი და მიზანი ისაა, რომ ნაპოლიში დავრჩე და მოპოვებული ბედნიერება კიდევ უფრო გავიხანგრძლივო."
- თქვა პოლონელმა ფეხბურთელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი