"ალჯო მალე წონას შეიცვლის, მე კი მერაბს გავლახავ" - შონ ო'მალი » სპორტის ხაზი

"ალჯო მალე წონას შეიცვლის, მე კი მერაბს გავლახავ" - შონ ო'მალი

"ალჯო მალე წონას შეიცვლის, მე კი მერაბს გავლახავ" - შონ ო'მალი
15-05-2023, 11:51
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ვრცელდება UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლის, შონ ო'მალის ინტერვიუ, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდს, სადაც ის მერაბ დვალიშვილის შესახებ კომენტარს აკეთებს:

"არავის შეუძლია იმის თქმა, რომ მერაბ დვალიშვილი შვეიცარივით არ გამოიყურება. უბრალოდ, თვალები დახუჭეთ, მერაბი წარმოიდგინეთ და მითხარით, რომ შვეიცარი გახსენდებათ. სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ მიიღო ასე მარტივად ჩემი ქურთუკი მერაბმა, ის უბრალოდ შვეიცარი მეგონა."

"გაბრაზებული ვარ თუ არა? - ცხადია, არ ვარ, რადგან ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც დვალიშვილი ელეგანტურად და ესთეტიკურად გამოიყურებოდა, მას მეტი შანსი არც ექნება."

"მოვა დრო, როდესაც ალჯო წონით კატეგორიას შეიცვლის, რის შემდეგაც მერაბ დვალიშვილს შევხვდები და პასუხს ვაგებინებ."
- თქვა ო'მალიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი