რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სერია A-ში გამართული შეხვედრა, რომელშიც მონცამ ნაპოლი 2:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა მხოლოდ 45 წუთით მიიღო, რადგან ის თამაშში სპალეტიმ მეორე ტაიმის სტარტზე ჩართო.
ქართველი ფეხბურთელი უცხოურმა Sofascore-მ 6.7 სარეიტინგო ქულით შეაფასა. ეს ისეთივე რეიტინგი გახლავთ, როგორიც თითქმის ყველა ნაპოლის ფეხბურთელს ჰქონდა.
ცნობისთვის, ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 21 მაისს გამართავს, მეტოქე კი ინტერი იქნება.