ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა - როგორი გამოდგა ის ქართველებისთვის » სპორტის ხაზი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა - როგორი გამოდგა ის ქართველებისთვის

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა - როგორი გამოდგა ის ქართველებისთვის
14-05-2023, 12:58
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირს კატარის დედაქალაქი დოჰა მასპინძლობდა. საქართველოსთვის ეს შეჯიბრი ისტორიაში ჩაიწერება, ვინაიდან ჩვენმა წარმომადგენლებმა 4 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილიც დაიკავეს.

ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილისა და ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა. ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ბრინჯაოსი კი გიორგი სარდალაშვილმა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აქამდე ასეთი წარმატებული მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჰქონია. შესაბამისად, 2023 წლის ტურნირი ქართული ძიუდოის ისტორიაში ნამდვილად შევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი