სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
14-05-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

მოხმალავეთა მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, ქართველმა სპორტსმენმა, სანდრო ბაზაძემ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მადრიდის მსოფლიო თასზე - Villa de Madrid-ზე იმარჯვა.

ქართველმა მოფარიკავემ მადრიდის წლევანდელ ტურნირზე გამართულ შეხვედრებში მეტოქეებს დამაჯერებლად სძლია და მადრიდულ ტურნირზე თავისი პირველი ოქროს მედალი აიდო. აქამდე ესპანურ ტურნირზე სანდრო მხოლოდ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

დღეს შეჯიბრი გუნდებს შორის გაგრძელდება. საქართველოს ნაკრებში სანდროს გარდა ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.