"გატუზოსთან მუშაობისას ამის გამო ვტიროდი ხოლმე" - ირვინგ ლოსანო » სპორტის ხაზი

"გატუზოსთან მუშაობისას ამის გამო ვტიროდი ხოლმე" - ირვინგ ლოსანო

"გატუზოსთან მუშაობისას ამის გამო ვტიროდი ხოლმე" - ირვინგ ლოსანო
13-05-2023, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

დღევანდელ იტალიურ მედიაში ნაპოლის მექსიკელი ფეხბურთელის, ირვინგ ლოსანოს კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ ჯენარო გატუზოსთან მუშაობისას ძალიან რთული პერიოდი გამოიარა:

"როდესაც ნაპოლიში მოვედი, მაშინ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო, თუმცა მის შემდეგ ჯენარო გატუზო დაინიშნა, რომელთანაც მუშაობა ძალიან მიჭირდა ხოლმე."

"გატუზოს თვალწინ ბევრს ვმუშაობდი, გაუთავებლად ვშრომობდი, თუმცა მის გეგმებში მოხვედრას მაინც ვერ ვახერხებდი. ამის გამო ძალიან ხშირად მიტირია, რადგან სასოწარკვეთილი ვიყავი და არც კი ვიცოდი თუ როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის."

"მესმის, რომ განსაკუთრებული სტატისტიკური მონაცემები არც ახლა მაქვს, თუმცა მას შემდეგ ბევრი ვიშრომე, თამაშის სტილი შევიცვალე და გუნდის დახმარებაც სხვა მხრივ დავიწყე. ამიტომ, ჩემი თავის სავსებით კმაყოფილი ვარ."
- ირვინგ ლოსანო

ცნობისთვის, მექსიკელი გარემარბი ნაპოლიში 2019/2020 წლების სეზონიდან თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.