ლუკა ლოჩოშვილი დააჯილდოვეს - (VIDEO) ქართველმა მცველმა წინა სეზონში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის სიცოცხლე იხსნა » სპორტის ხაზი

ლუკა ლოჩოშვილი დააჯილდოვეს - (VIDEO) ქართველმა მცველმა წინა სეზონში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის სიცოცხლე იხსნა

ლუკა ლოჩოშვილი დააჯილდოვეს - (VIDEO) ქართველმა მცველმა წინა სეზონში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის სიცოცხლე იხსნა
6-10-2022, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრიაში წლის სპორტსმენის საზეიმო ცერემონიალზე ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი დააჯილდოვეს. მან და კრისტოფერ ვერნიტცნიგმა "წლის ემოციის" პრიზი მიიღეს მოედანზე ფეხბურთელის გადარჩენისთვის.

გასულ სეზონში, როდესაც ქართველი ჯერ კიდევ ავსტრიის გუნდში ირიცხებოდა, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა ორთაბრძოლისას "ენა გადაყლაპა" და გონება დაკარგა.

მას მაშინვე 24 წლის ქართველი ცენტრალური-მცველი მივარდა და ფეხბურთელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, რითაც მოთამაშის სიცოცხლე იხსნა.

ლუკამ ამ ჯილდოს მისაღებად წასვლა ვერ მოახერხა, რადგან გუნდს რამდენიმე დღეში მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის "ნაპოლის" წინააღმდეგ. ამიტომაც "კლერმონეზეს" ფეხბურთელი ცერემონიას იტალიიდან ჩაერთო და ამ ჯილდოსთვის იქ მყოფებს მადლობა გადაუხადა.

"ბოდიში, რომ ვერ ვესწრები ღონისძიებას - ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს კვირას ნაპოლის წინააღმდეგ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პრიზი დავიმსახურე, მაგრამ უფრო ის მახარებს, რომ გეორგი კარგადაა და ამაში მე და კრისტოფერს ღვაწლი მიგვიძღვის."

შეგახსენებთ იმასაც, რომ 9 ოქტომბერს ქართულ დუელს ვიხილავთ - ლოჩოშვილი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი გუნდი მოიპოვებს სამ ქულას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი