იტალიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, რობერტო მანჩინიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
როგორც რობერტო მანჩინიმ თქვა, ის ქართველი ფეხბურთელის თამაშს ნეაპოლში გადაბარგებამდე კარგად იცნობდა:
"ხვიჩა კვარაცხელია მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, მის შესახებ ინფორმაცია ნაპოლიში გამოჩენამდე მქონდა. თამამად ვამბობ, რომ მას ფანტასტიკური საფეხბურთო უნარები აქვს."
"რას შეცვლიდა ხვიჩასთვის იტალიური პასპორტი? - მის გარეშეც მოვძებნიდით, მაგრამ პასპორტით უფრო მარტივი იქნებოდა." - თქვა იტალიის მწვრთნელმა
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მაისურით ამ დრომდე 14 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს მითვლილი.