ვინ არის ბრიუგეს ტალანტი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ითამაშებს? » სპორტის ხაზი

ვინ არის ბრიუგეს ტალანტი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ითამაშებს?

ვინ არის ბრიუგეს ტალანტი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ითამაშებს?
13-05-2023, 16:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ქართულმა საფეხბურთო გვერდმა, Geo Team-მა მორიგი საინტერესო სიახლე გაავრცელა, გთავაზობთ მას:

"ბელგიური ბრიუგეს 15 წლის თავდამსხმელმა ჰალიდ დოლტმურზიევმა საქართველოს ნაკრებისთვის თამაში გადაწყვიტა. ეს ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებაა."

"დოლტმურზიევის ოჯახს მოწვევა ბელგიის ასაკობრივი ნაკრებიდანაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში მისი თამაში მამის დიდი სურვილიდან გამომდინარეა. ფეხბურთელის ორივე მშობელი ინგუშეთიდანაა, თუმცა მათ რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურთ."

"ჰალიდ დოლტმურზიევი პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია. მიმდინარე სეზონში მას ბრიუგეს U18 გუნდში 22 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს შესრულებული."

"ბელგიური კლუბის ფორვარდი უახლოეს პერიოდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდება." - წერს ქართული გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი