“ტენერიფე” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა » სპორტის ხაზი

“ტენერიფე” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

“ტენერიფე” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
13-05-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ლენოვო ტენერიფე” და იერუსალიმის “აპოელი” დაუპირისპირდნენ. გიორგი შერმადინი ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოდიოდა, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში ანგარიშით 68:69 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლებს.

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მან 28:40 წუთის მანძილზე ითამაშა და ასეთი მაჩვენებლებიც დააფიქსირა - 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. გიორგი მეორე კალათბურთელია, რომელმაც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 900 ქულიან მაჩვენებელს გადაუსწრო. ქართველს 909 ქულა აქვს, პირველ ადგილზე ვოიცეხ ჰრუბანია 996 ქულით.

“ლენოვო ტენერიფეს” მეტოქე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში “მალაგა უნიკახასა” და “ტელეკომ ბასკეტსს” შორის დამარცხებული იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი