“დინამოს” ლეგენდარული გამარჯვებიდან 42 წელი გავიდა » სპორტის ხაზი

“დინამოს” ლეგენდარული გამარჯვებიდან 42 წელი გავიდა

“დინამოს” ლეგენდარული გამარჯვებიდან 42 წელი გავიდა
13-05-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

1981 წლის 13 მაისი - თბილისის “დინამოს” ლეგენდარული გამარჯვებიდან “კარლ ცაისის” წინააღმდეგ 42 წელი გავიდა. ქართული კლუბი უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლა და ეს დღე საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლების წყალობით ნოდარ ახალკაცის გუნდმა აღმოსავლეთ გერმანული კლუბი დაამარცხა.

ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, დავიდ ყიფიანი, ზაურ სვანაძე, ვლადიმერ გუცაევი,რამაზ შენგელია - ეს ის თერთმეტეულია, რომელმაც მოედანზე ყველაფერი გაიღო იმისათვის, რათა მომავალ თაობას 13 მაისს ყოველ წელს ეს დღე ბედნიერს და ამაყს გაეხსენებინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი