ჯოვანი დი ლორენცომ ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო » სპორტის ხაზი

ჯოვანი დი ლორენცომ ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ჯოვანი დი ლორენცომ ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
12-05-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის გამოცდილმა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც Tuttomercatoweb-მა დაწერა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, 29 წლის განაპირა მცველი ნაპოლიდან წასვლას ჩემპიონობის შემდეგაც არ აპირებს, შესაბამისად, ის კონტრაქტს დანამდვილებით გაახანგრძლივებს.

იტალიურ მედიაში იწერება, რომ დი ლორენცო კონტრაქტს 3 წლით, 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, თანაც ხელშეკრულებაში იქნება დამატებითი პუნქტი, რომელიც 2027 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი დი ლორენცო ნეაპოლურმა გუნდმა 2019 წელს ემპოლიდან შეიძინა, რის შემდეგაც მან ნაპოლის მაისურით 181 შეხვედრა გამართა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.